#მოამბე 21 საათზე, პირველი თებერვალი, 2023 #LIVE - Video

27 Views
• „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი თავმჯდომარის არჩევას საკადრო ცვლილებები მოჰყვა - დაპირისპირება ძალთა გადანაწილების პროცესში, დავით კეზერაშვილის ოჯახის წევრის საკადრო გადაწყვეტილებები და ლიდერთა ნაწილის უკმაყოფილება ლევან ხაბეიშვილის პირველ ხმაურიან განცხადებაზე
• ევროპა საპროტესტო აქციებმა მოიცვა - ხელისუფლებათა გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო მოქალაქეები საფრანგეთის შემდეგ დიდი ბრიტანეთისა და ბელგიის ქუჩებშიც გამოდიან; გაფიცულთა მოთხოვნები და ვითარება ევროპის ქვეყნებში
• მომდევნო კვირიდან ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია იწყება - 13 მილიონი ლარი მეტროსადგურის რეაბილიტაციისთვის, დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებები და ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები
• ჩუბინაშვილის სახელობის კვლევითი ცენტრი მომზადებულ დასკვნაში წერს, რომ გელათის ძეგლზე მიმდინარე სამუშაოები რესტავრაცია-კონსერვაციის პრინციპებს ეწინააღმდეგება - სპეციალისტთა ნაწილი ცენტრის მიერ გამოყოფილი ჯგუფის არაკომპეტენტურობაზე საუბრობს, განათლების სამინისტრო კი გამოქვეყნებულ დოკუმენტს პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა მოსაზრებების კრებულს უწოდებს

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
Category
Try Not To Cum
Tags
პოლიტიკა, საზოგადოება, კრიმინალი
Commenting disabled.